პრეზენტაცია
ფარნავაზ მეფე და მისი ეპოქა
ქართლის პირველი მეფე იყო ფარნავაზი, რომელმაც დაამარცხა აზო.
1.საქართველო დღეს
"ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს აზოს და ალექსანდრე მაკედონელის კავშირის შესახებ. თუ ალექსანდრე მაკედონელის ჯარმა როგორ დაიპყრო ქართლი და სამართავად დანიშნა აზო. როგორც წყაროებიდან ჩანს აზო ყოფილა არიან ქართლის მეფის ძე ტომით ქართველი. მისი მმამრთველობის დროს ქართლში დამკვიდრდა წინა აზიური წარმართული კერპები გაცი და გა. აზოს სახელმწიფოს ჰქონდა საზღვრები, სახელმწიფო მმართველობის აპარატი, ჯარი და ოფიციალური რელიგია.
2.ალექსანდრე მაკედონელის იმპერია
3.ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ, მის სარდლებს შორის დაიყო მისი იმპერია. ქართლის, თავის გავლენის ქვეშ მოსაქცევად, ერთმანეთს ელინისტური სახელმწიფოები ექიშპებოდნენ. მცხეთის მამასახლისის ძმის წული ფარნავაზი იწყებს ბრძოლას ეგრისის მმართველ ქუჯისთან ერთად აზოს წინააღმდეგ. ამარცხებს მას და თავს ქართლის მეფედ აცხადებს.
4. ქართლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
ფარნავაზმა გაატარა რეფორმები, შექმნა რვა საერისთავო და შიდა ქართლის სასპასპეტო. ფარნავაზის რეფორმებმა ხელი შეუწყო ქართლის სამეფოს გამტკიცებას. სამოხელეო სტრუქტურების ადმინისტრაციული დაყოფის ჩამოყალიბებას. სახელმწიფო ენის და ერთიანი სახელმწიფო რელიგიის შემოღებას. მის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა. მოხდა ქართლის სამეფოში აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიების გაერთიანება, რამაც ხელი შეუწყო ქართველი ხალხის კონსოლიდაციას.
5. მცხეთა
მადლიერმა ქართველმა ხალხმა მეფე ფარნავაზს ძეგლი დაუდგა თბილისში და ერთ-ერთ ქუჩას მიაკუთვნა ფარნავაზის სახელი.
6. ფარნავაზის ძეგლი
No comments:
Post a Comment