Wednesday, November 5, 2014

საშინაო დავალება


 1. პროექტის  სახელწოდება:

 პირველი მსოფლიო ომი ომის მიზეზები (1914-1918 წწ)
  
 2.  პროქტის  მთავარი  იდეა:

რატომ  დაიწყო პირველი მსოფლი ომი?   

რატომ შეიქმნა ევროპის საელმწიფოთა ბლოკები? 

რომელი იყო სამთა კავშირში ან ანტანატაში შემავალი ქვეყნები? 

რა გახდა ომოს    დაწყების საბაბი?

  
3. პროქტის აქტუალობა:

განასხვავეთ ერთმანეთისაგან ომის დაწყების მიზეზები და საბაბი.

რა მდგომარეობაში იყო  ევროპა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე?

რატომ იქცა "სარაევოში მკვლელობა" ომის დაწყების საბაბად? 

რა მიზნები  ამოძრავებდა ევროპის წამყვან სახელმწიფოებს? 

4. პროექტის მიზნები:

მოსწვლეები ანსხვავებენ და აანალიზებენ ომის დაწყების მიზეზს და საბაბს.

ადარებენ სხვა ომებს და ეპოქებს.

აანალიზებენ რუკებს.

მსჯელობენ მსოფლიო კონფლიქტების მოგვარების  მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობებზე.

5. მოსწავლეთა  ასაკი:

13-14 წელი ( მე-8 კლასი).

6. ვადები/ხანგრძლივობა:

ორი აკადემიური საათი

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

რა მიზნები ამოძრავებდა ევროპის წამყვან სახელმწიფოებს? -ეს  იყო სურვილი ევროპის სახელმწიფოების რათა გადაენაწილებინათ მსოფლიო.

მოსწავლეები ინტერესდებიან  ევროპის ქვეყნების ხალხების მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობით. როგორ ცხოვრობდნენ ისინი ომამდე და ომის დროს. როგორი იყო ომით მიყენებული მსხვერპლი. მატერიალური ზარალი. 

ომმა შეცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა. წარმოიშვა ახალი სახელმწიფოები ძველი იმპერიების ადგილზე.

8. პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:

მე-8 კლასის სახელმძღვანელო

რუკა

რვეული

დაფა

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

თემის  განხილვისას  მოსწავლეები უსმენენ ერთმანეთს. პატივს სცემენ თითოეულის აზრს. გამოქვთ ლოგიკური დასკვნები.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

თემა სასწავლო ეროვნული პროგრამით არის გათვალისწინებული, ეთმობა ორი საათი. მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ კონფლიქტების მიზეზებსა და შედეგებზე.


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):ციცინო ინდუაშვილი


12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: induashvilicicino@gmail.com


13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: induashvili50.blogspot.com





No comments:

Post a Comment